დირექტორის მიმართვა
მოგესალმებით , გმადლობთ რომ ეცნობით ჩვენს სკოლას, რომელსაც ეფექტური მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მაღალ მოტივირებულია იმისთვის, რომ განათლებული და შრომისმოყვარე, თავისუფალად მოაზროვნე, საზოგადოებასთან ადაპტირებული და დამოუკიდებელი თაობა გაზარდოს. თაობა, რომელიც ადვილად დაიმკვიდრებს თავს იქ, სადაც ამის საჭიროება გახდება - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ .
წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით შეგვექმნა სწავლის ხარისხზე ორიენტირებული გარემო: მაღალკვალიფიცირებული, გამოცდილი მასწავლებლები, დახვეწილი სასწავლო პროგრამები , თანამედროვე - მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები, სადაც გაღრმავებულად ისწავლება მშობლიური და უცხო ენები, მათემატიკა, საბუნებიმეტყველო საგნები… აქტიუად მუშაობს ქართული ფოლკლორის , ქართული საესტრადო მუსიკისა და ხატვის შემსწავლელი წრეები.
ყოველწლიურად ინერგება სიახლეები, უწყვეტად მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.
წარმატებიც სახეზეა: გამარჯვებები ოლიმპიადებზე, კონფერენციებზე… საუკეთესო შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
ჩვენი გაზრდილები სწავლას აგრძელებენ ევროპასა და ამერიკის სასწავლებლებში მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ყოფილ და ამჟამინდელ მოსწავლებთა მშობლებს ნდობისთვის და გვერგში დგომისთვის, რადგან სწორედ ამ ერთობლივი თანამშრომლობით ვაღწევთ სასურველ შედეგს.
ყოველივე ეს უფკებას მაძლევს ვიამაყო რომ სკოლა ` რუსთველი~ მომავლის სკოლაა.