სკოლა "რუსთველი"

რატომ "რუსთველი"?!


განათლების როლსა და მნიშვნელობაძე არავინ დავობს, ახლა უკვე არჩევანის მრავალფეროვნებისა და სკოლების უპირატესობაზეა ჯერი მიმდგარი.


ჩვენ ზუსტად ვიცით რატომ ავირჩევდით "რუსთველს" . მანამ, სანამ გაიცნობდით გამოცდილ პედაგოგებს უთუოდ მოგტაცებთ თვალს ფართო და ნათელი ოთახები, კედლებიდან "გამომზირალი" შემოქმედნი თუ მეცნიერნი, რუკები სქემები, ცხრილები, რომელთა მიზანმიმართული გამოყენება აღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას, სააქტო დარბაზი რომელიც არაერთხელ გამხდარა ნიჭიერი მოსწავლეების მიერ შესრულებული თეატრალური წარმოდგენებისა თუ კონფერენციების "მოწმე" …


"სწავლა არა სწავლებისათვის, არამედ გამოყენებისათვის", აი, მთავარი დევიზი სკოლისა, რომელიც სრულიად საგანმანათლებლო სისტემის დევიზად უნდა იქცეს.


გვჯერა , მოსწავლე-მასწავლებელთა შორის დამყარებული კეთილგანწყობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და "რუსთველი" იქცევა იმ საფირმო ნიშნად, რომელთანაც ასოცირდება სწავლა-სწავლების უმაღლესი ხარისხი