სკოლა "რუსთველი"
                                   დამკიცებულია:   რუსთავის კერძო სკოლა"რუსთველის"
                                სკოლის  დირექტორის მიერ:          / ზ. კიკნაველიძე/
                               "შეთანხმებულია" პედაგოგიურ საბჭოსთან სხდომის ოქმი #1                                                                                                                                              
                                                    ,, 02 “     სექტემბერი     2016 წ.
                                                        

სკოლა "რუსთველის" მისია.


ქ. რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველი“ არის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული და ახორციელებს სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სწავლებისა და აღზრდის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "ზოგადი განათლების შესახებ" და ეროვნული სასწავლო გეგმით.


სკოლას აქვს მისია, რომელიც შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, გამოხატავს სკოლის საერთო პრინციპებს სწავლა - სწავლების, აღზრდის და სკოლის დანიშნულების შესახებ. მისიას იზიარებენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები.


სკოლის მისიაში ასახულია სკოლის პრიორიტეტები - ის საგანმანათლებლო მიზნები, სამოქალაქო და საზოგადოებრივი მოლოდინები, რომელთა მიღწევაზეც სკოლა იღებს ვალდებულებას.


სკოლა მუდმივად აფასებს სწავლისა და სწავლების პროცესის ეფექტურობას მის მიერ დადგენილი მისიის შესაბამისად. სკოლის საქმიანობა მიმართულია საკუთარი მისიის განხორციელებისაკენ.


სკოლა ,,რუსთველის“ მისიაა - აღზარდოს თავისუფალი დამოუკიდებელი, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, წიგნადი და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე. ისეთი სასკოლო სისტემის შექმნა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარს და ჩამოაყალიბებს მას კანონმორჩილ, ტოლერანტულ მოქალაქედ.