სკოლა "რუსთველი"

სკოლის შესახებ.


შპს ,,რუსთველი’’დაფუძნდა 2005 წელს, ქ. რუსთავში მდებარეობს ქალაქ რუსთავის სააკაძის ქუჩა # 3 -ში


2007-2008 სასწავლო წკიდან სკოლას მართავს სპეციალობით მათემატიოსი ქალბატონი ზაირა კიკნაველიძე რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სკოლის დირექტორად მუშაობის


დირექტორმა თანამშრომელები შეარჩია და მიიღო კონკურსით, გასაუბრების გზით. დღეისათვის სკოლაში ასწავლიან მაღალკვალიფიციური გამოცდილი პედაგოგები სკოლაში შექმნილია დაცულობის კეთილგანწყობის , ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. ინოვაციური მეთოდების დანერგვითა და თვითშეფასებით სკოლაში მუდმივად მაღლდება სწავლა-სწავლების ხარისხი. დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას.


სკოლა ,,რუსთველში“ განათლების სამივე საფეხურია: დაწყებითი (I_VI); საბაზო (VII_IX) ; საშუალო (X_XII ); დაწყებითი საფეხურიდან სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება სამი უცხო ენა: ინგლისურაი რუსული და გერმანული


სკოლა მუდმივად აფასებს სწავლისა და სწავლების პროცესის ეფექტურობას. სკოლის საქმიანობა მიმართულია საკუთარი მისიის განხორციელებისაკენ. სკოლის მისიაში ასახულია სკოლის პრიორიტეტები – ის საგანმანათლებლო მიზნები, სამოქალაქო და საზოგადოებრივი მოლოდინები, რომელთა მიღწევაზეც სკოლა იღებს ვალდებულებას.


სკოლა ,,რუსთველში“ კარგად არის ორგანიზებული წესრიგის, უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი, სკოლის შემოსასვლელსა და ყველა სართულზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერები. თვალსაჩინო ადგილაზეა განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და ევაკუაციის გეგმა.


სკოლა ,,რუსთველში“ ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის რეჟიმის ჯგუფები. რომელთა სამუშაო დრო განისაზღვრება 14:00 _ სთ. – დან 16:40 - სთ. – მდე.


გახანგრძლივებული დღის რეჟიმი ითვალისწინებს კვებას, გართობას, მეცადინეობას.


სკოლაში ფუნქციონირებს წრეები ; ხალხური საკრავებისა და ვოკალის წრე , ასევე ჩამოყალიბებულია მომღერალთა გუნდი .


სკოლას ემსახურება ტრანსპორტი რომელსაც 9:00 საათისთვის მოჰყავს მოსწავლეები ხოლო 17:00 საათისთვის მიჰყავს